აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პენტაგონში უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პენტაგონში უკრაინელ კოლეგას სტეფან პოლტორაკს უმასპინძლა. პენტაგონის ხელმძღვანელმა უკრაინელ კოლეგას, რუსეთის აგრესიის წინაშე გამოჩენილი მამაცობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯეიმს მატისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას რეფორმების განხორციელების პროცესში. მან აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი მთავარ პრიორიტეტად რჩება და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა თავდაცვის სფეროს რეფორმას წარმატებით დაასრულებს.