აშშ-ში საქართველოს ელჩი კონგრესმენებს შეხვდა 

12:22, 01.07.2026

აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენებს უორენ დევიდსონსა და ბრაიან ბაბინს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა რეგიონში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე. აღინიშნა „შუა დერეფნის“ პროექტის მნიშვნელობა და მის ფარგლებში საქართველოს როლი. თამარ ტალიაშვილმა კონგრესის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

მსგავსი