აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, თუმცა აქციები ახლა დიდწილად მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს. ვაშინგტონის შტატში აქციებზე დღეს ბევრად მეტი ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ პოლიციასთან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. ვაშინგტონსა და ლოს ანჯელესში უკვე მოიხსნა კომენდანტის საათი, განსხვავებით ნიუ იორკისგან, სადაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს ქუჩაში დარჩენის უფლება კომენდანტის საათის დაწყების შემდეგაც მისცეს. მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკში გასულ ღამეს  აქციის 10 მონაწილე დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პორტლენდში, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ფოიერვერკებსა და ჭურვებს ისროდნენ. პოლიციამ მოსახლეობის  შესაკავებლად ხმიანი ყუმბარები გამოიყენა. პორტ ლენდის მერის გადაწყვეტილებით, სამართალდამცველები აქციების დასაშლელად ცრემლსადენ აირს აღარ გამოიყენებენ და ამ მეთოდს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს დაემუქრება, სხვა შემთხვევებში მათ ხმოვანი ყუმბარები და ნაკლებად აგრესიული მეთოდები უნდა გამოიყენონ.