აშშ-ში იარაღის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში დატრიალებულმა ტრაგედიამ ქვეყანაში იარაღის კონტროლთან დაკავშირებული კანონის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა. ელ-პასოში და დეიტონში რამდენიმე საათის ინტერვალით მომხდარი თავდასხმებისა და მასობრივი სროლის შედეგად, 31 ადამიანია დაღუპული. ტრაგიკული მოვლენებიდან ხუთი დღის შემდეგ, მოსახლეობა და პოლიტიკოსების ნაწილი, დონალდ ტრამპს რიტორიკის შეცვლას ურჩევს და იარაღის კონტროლის გამკაცრებას სთხოვს.

თავდასხმების ადგილზე ჩასულ პრეზიდენტს, ადგილობრივები საპროტესტო აქციებით დახვდნენ.