აშშ-ში გრელანდიელებისთვის ფინანსურ დახმარებას განიხილავენ

აშშ-ის ოფიციალური პირები გრენლანდიელებისთვის ერთჯერადად ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხს განიხილავენ, რომ დაარწმუნონ ისინი დანიას გამოეყონ და შეერთებულ შტატებს შეუერთდნენ, – წერს „როიტერი“ ოთხ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ჯერ ცნობილი არ არის, თუ როგორ იგეგმება აღნიშნული ფინანსების გამოყოფა და გრენლანდიელებისთვის გაგზავნა, თუმცა, ორი წყაროს მტკიცებით, ამ ეტაპზე ერთ მოსახლეზე დაახლოებით 10 000-დან 100 000 დოლარამდე თანხაა განსაზღვრული.