აშშ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივა 

მეორე დღეა, რაც დონალდ ტრამპი თეთრს სახლში დაბრუნდა.

თბილისში კი ინაუგურაციამდე და შემდეგაც აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, როგორი იქნება ტრამპის ადმინიტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. უნდა ელოდოს თუ არა „ქართული ოცნება“ ახალ სანქციებს, ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური მეთიუ ბრაიზას „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ გახადა. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, საეჭვოა საქართველოში განვითარებულ მოვლენები ამ ეტაპზე ტრამპისთვის პრიორიტეტი იყოს მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ზოგიერთი კონგრესმენი და მათ შორის ჯო უილსონი. შტატების 47-ე პრეზიდენტისგან კონრეტულ ქმედებებზე ქართული ოპოზიციის მოლოდინს გადაჭარბებულად აცხადებს ლორა თორნტონიც. ამ განცხადებების მიუხედავად, ოპოზიცია, მათ შორის ისინი, ვინც წარსულში ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა, დარწმუნებულია, რომ ახალი ადმინიტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით წინამორბედის იდენტური იქნება.

რადიკალურად განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია, სადაც ტრამპის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინი აქვთ.