რა მოლოდინებია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამომავლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა არ მოხდება, მმართველი გუნდის მოლოდინები კი განსხვავებულია. „ქართული ოცნება “აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის შეხედულებები ბევრ საკითხში თანხვედრაშია მათ პოზიციებთან, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება.