აშშ-ის სახელწიფო მდივანმა საქართველო ბრიუსელში გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე ახსენა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო ბრიუსელში გამართულ პირველივე პრესკონფერენციაზე ახსენა. მისი განცხადებით, რუსეთი ვაშინგტონის მოკავშირეებს სამხედრო გზით აშინებს.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობებს მანამ არ გადახედავს, სანამ რუსეთი საკუთარ ქმედებებს არ შეცვლის. აშშ-ის სახელწიფო მდივანმა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსეთში წარმოებული ნერვული აგენტის, ე.წ. ნოვიჩოკის გამოყენება კიდევ ერთხელ დაგმო.