აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება

ოკუპაციის პირობებში საქართველო მაინც განაგრძობს დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმას და ეკონომიკის განვითარებას, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჰიზერ ნაუერტის თქმით, მამუკა ბახტაძისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის სიმტკიცეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რუსეთი, რომელიც 10 წლის წინ თავს დასესხა საქართველოს, დღემდე აგრძელებს ქართული ტერიტორიის ოკუპაციას, რომლის პროცესში ადგილი აქვს ადამიანების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აშშ კვლავ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას და იმედოვნებენ, რომ საქართველოს მალე იხილავენ ნატო-ს რიგებში.