აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და სერიოზულ საფასურს აკისრებს რუსეთს, რათა მას პასუხი აგებინოს თავისი არჩევანით დაწყებულ ომზე. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგ განცხადებაში.

წერილი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, დიდი შვიდეულისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, ენტონი ბლინკენი ესაუბრა დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებსაც შეუერთდა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის წინასწარგანზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე გლობალური რეაგირების განსახილველად.