აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სომხეთში ყველა მხარეს ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ი ყურადღებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. როგორც სომხეთის მეგობარი სახელმწიფო, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთოს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სარგსიანის კანცელარიის ძალისხმევას, რაც მხარეების დიალოგში ჩართვას ითვალისწინებს“, – ნათქვამია აშშ-ის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ მშვიდობიანი აქციების გამართვის უფლებას და იმედს გამოთქვამენ, რომ სამართალდამცავები ძალის გამოყენებას არ დაუშვებენ.