აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით

სირიის მიერ, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარების ფაქტს ეხმაურება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. ოფიციალური ვაშინგტონის შეფასებით, სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება წინდაუხედავი და ცუდი რჩევით გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ვერაფერს შეცვლის.

საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა.