აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია. ჰორმუზის სრუტე პარასკევს გახსენება. აცხადებს დონალდ ტრამპი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს არის დიდი შეთანხმება, რომელიც მთელ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს. როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შუამავლებმა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კატარს, როგორც პროცესის მთავარ მხარდამჭერს. შარიფმა ასევე ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის და თურქეთის „მნიშვნელოვან წვლილს“ შეთანხმების მიღწევაში.