ამერიკა და ირანს შორის შეთანხმება მიღწეულია. ჰორმუზის სრუტე პარასკევს გაიხსნება, აცხადებს დონალდ ტრამპი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია 19 ივნისს შვეიცარიაში გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს არის დიდი შეთანხმება, რომელიც მთელ რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოიტანს. როგორც პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს შუამავლებმა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კატარს, როგორც პროცესის მთავარ მხარდამჭერს. შარიფმა ასევე ხაზი გაუსვა საუდის არაბეთის და თურქეთის „მნიშვნელოვან წვლილს“ შეთანხმების მიღწევაში. განცხადება გაკეთდა ასევე ისრაელშიც. თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში დარჩებიან განუსაზღვრელი დროით. „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ისრაელის ეს პოზიცია შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ირანსა და აშშ-ს შორის მიღწეულ დროებით შეთანხმებას.
შეთანხმებას ადასტურებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. სახელმწიფო მედიასთან სატელეფონო ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ მხარეები სამხედრო მოქმედებების დასრულებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის ლიბანში. მისივე თქმით, მოიხსნება შეერთებული შტატების მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადაც.