აშშ-ს უსაფრთხოების ახალი სტრატეგია და საქართველოს დღის წესრიგი 

დოკუმენტი, რომელიც მსოფლიო დღის წესრიგს ცვლის და ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

მეოთხე დღეა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია და მასში დასმული აქცენტები მსოფლიო ლიდერების თუ საერთაშორისო მკვლევარების განხილვის მთავარი თემაა. კრიტიკული გზავნილები ევროპის ქვეყნების მისამართით და ხაზგასმა, რომ ევროპის ტრაექტორია შესაცვლელია. კონცეფციის აქცენტები, რომლებიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ჯერ კიდევ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ემთხვევა, წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხედვისგან განსხვავდება. აშშ ევროპას აკრიტიკებს და პირდაპირ მიუთითებს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად მეტი უნდა იფიქროს. ფაქტია, რომ ამერიკა-ევროპის ურთიერთობა, რომელიც ტრამპის გამარჯვების შემდეგ გარკვეულწილად დაიძაბა, სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც გამოიხატა. დოკუმენტის შინაარსის გათვალისწინებით აქტუალური კითხვაა, რა გავლენა ექნება მას საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მომავალზე. იგულისხმება კონცეფციის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით ნატო აღარ უნდა აღიქმებოდეს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსი.

როგორ კითხულობენ სტრატეგიის მთავარ აქცენტებს ქართულ პოლიტიკურ წრეებში – სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი.