აშშ-ს სენატის მორიგი უარი „მეგობარი აქტის“ მიღებაზე 

21:39, 04.12.2025

რა ბედი ეწევა საქართველოს შესახებ მომზადებულ და კონგრესის ქვედა პალატაში მიღებულ მწვავე შინაარსის დოკუმენტს – „მეგობარი აქტის“ შესახებ გავრცელებული ცნობები მმართველ პარტიას საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის პროგნოზს უმყარებს. ამჯერად ამერიკული გამოცემა წერს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა სპიკერის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს არ დაურთო. გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნა უკვე მეორედ არ შესრულდა. ოფიციალური თბილისის მწვავე კრიტიკით გამორჩეულ კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე უმძიმეს შეფასებებს მოიცავს და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, კანონად გარდაქმნისთვის სწორედ სენატის მხარდაჭერა სჭირდება. დროებით შეჩერებულია თუ განხილვა დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნილია – „ქართული ოცნებისგან“ გასხვავებით, სხვა მოლოდინი აქვთ ოპოზიციონერ აქტორებს.

მსგავსი