პოლიტიკური შეფასებების თემაა სენატის მორიგი უარი მეგობარი აქტის მიღებაზე. ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, მათივე თქმით, შტატები ქართველ ხალხთან მეგობრობას განაგრძობს. პარტია „გირჩის“ ვარაუდით კი „მეგობარი აქტის“ მიღება ახლო მომავალში არ მოხდება. ისინი ფიქრობენ, რომ პიარული ეფექტის გარდა, აღნიშნულ დოკუმენტს არანაირი შინაარსი არ გააჩნია.
სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში და ფიქრობენ, რომ ამ გზავნილით შესაძლოა მოხდეს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვა. შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ცნობით, ჯონ ტუნიმ მეორედ უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თხოვნა, რომ საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემცველი კანონპროექტი წინ წაეწია. გამოცემის ცნობით, ჯონსონს სურდა, „მეგობარი აქტის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა.