აშშ-ს სავაჭრო ტარიფები - ახალი რეალობა მსოფლიოსთვის

ახალი რეალობა მსოფლიოსთვის.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო ევროკავშირი საპასუხო ზომების მისაღებად ემზადება. ამოქმედებულია აშშ-ის ახალი სატარიფო პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ ამერიკაში ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე სულ მცირე 10%-იანი ტარიფი დაწესდება. გადაწყვეტილებას ევროკავშირი სავაჭრო ომად აცხადებს და სამომხმარებლო ფასების ზრდას პროგნოზირებს.
ტარიფები 10%-დან იწყება და სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებლის მიხედვით 49%-მდე აღწევს. ევროკავშირის წევრებზე 20%-იანი ტარიფი გავრცელდება. ევროპელი ლიდერები სატარიფო განაკვეთების დაწესებით საკუთარი ქვეყნების ეკონომიკაში მოსალოდნელ სირთულეებზე მიუთითებენ. უდიდესი დარტყმა მსოფლიო ეკონომიკისთვის – ასეთია ევროკომისიის შეფასება. რეაქციები მძაფრი და მწვავეა ჩინეთიდანაც. გლობალურ ვაჭრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე აისახა საფონდო ბირჟებზე. ახალი პოლიტიკით ამერიკის პრეზიდენტი აშშ-ის საწარმოო შესაძლებლობების გაზრდას და სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ცდილობს. ვაშინგტონი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ქვეყნებს აფრთხილებს, რომ საპასუხო ზომებისგან თავი შეიკავონ.