აშშ-ს სანქციები თურქეთს

21:35, 02.08.2018

ვაშინგტონის არაერთი მოწოდების მიუხედავად, თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორი ისევ პატიმრობაში რჩება. ფაქტი ნეგატიურად უკვე აისახა ნატო-ელი მოკავშირეების ურთიერთობაზე.

ოფიციალური ანკარა ამერიკელ სასულიერო პირს ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ადანაშაულებს. ბრალდებებს უარყოფს აშშ-ის ხელისუფლება და პასტორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. პასუხად, თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ შიდა საქმეებზე ვინმეს კარნახს არ მიიღებენ.

პასტორის საქმეზე სასამართლოს შემდეგი სხდომა 12 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი