დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ბრიუსელსა და ვაშინგტონის შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა, ცალსახა უთანხმოებაში გადაიზარდა. მოკავშირეებს შორის ვითარების გართულება ტრამპის ადმინიტრაციის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია. შტატები ევროკავშირს ამერიკული ტექნოლოგიური პლატფორმების ცენზურაში ადანაშაულებს და კონკრეტულ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს. ამერიკის ოფიციალური პოზიციაა, რომ ევროკავშირის ბოლოდროინდელი რეგულაციები და აღსრულების ზომები პოლიტიკურ ცენზურას წარმოადგენს და არაპროპორციულად მოქმედებს ამერიკულ ტექნოლოგიურ ფირმებზე. დაწესებული სანქციები ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ციფრული მმართველობის, მონაცემთა რეგულირებისა და დიდი ტექნოლოგიური პლატფორმების როლზე დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციას უსვამს ხაზს.
ევროკავშირი გმობს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას და ევროპის სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობად აფასებს.