აშშ-ს სამხედროებმა ერაყი დატოვეს
ავღანეთის შემდეგ ერაყი – ამერიკელმა სამხედროებმა ირანის მოსაზღვრე ქვეყნის ტერიტორია სრულად დატოვეს.
შტატების სარდლობამ ბოლო ამერიკული კონტინგენტი ერაყიდან 30 სექტემბერს გაიყვანა, რითიც ორეტაპიანი და ჯამში 21-წლიანი სამხედრო მისია ოფიციალურად დასრულდა. აშშ ერაყში პირველად 2003 წელს, დიქტატორ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად შევიდა და ქვეყნის ტერიტორიაზე 2011 წლამდე იმყოფებოდა. მეორე მისია უკვე 2014 წელს ისლამური სახელმწიფოს აღზევების დროს დაიწყო, როდესაც ერაყში ამერიკული კონტინგენტი ადგილობრივი მთავრობის მიწვევით დაბრუნდა. ახლა ქვეყნებს შორის პარტნიორობის ახალი ეტაპი იწყება. ერაყის პრემიერ-მინისტრმა კოალიციური ძალების გასვლის თარიღი ერაყის სუვერენიტეტის დღედ გამოაცხადა და თქვა, რომ ამიერიდან ქვეყანა სრულად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე.
რამდენად მიზანშეწონილია ირანის მოსაზღვრე ქვეყნიდან ძალების გაყვანა ვაშინგტონი თეირანის სამხედრო დაპირისპირების ფონზე – გივი ბარამიძე გიამბობთ.