ევროპელ ლიდერებსა და მარკო რუბიოს შორის უკრაინის საკითხზე შეხვედრა არ შედგა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დროის უქონლობის მიზეზით, აუდიენცია ბოლო წუთს გააუქმა და ცენტრალური ევროპის ტურნეს ფარგლებში, ჯერ სლოვაკეთს, იმავე საღამოს კი უნგრეთს ეწვია. როგორც ირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან მოკავშირეებად ამ ეტაპზე სწორედ ორბანისა და ფიცოს მთავრობებს მოიაზრებს. მხარეებს შორის გაფორმდა არაერთი სტრატეგიული შეთანხმებაც. რუბიოს მთავრი გზავნილი ეროვნული ინტერესებით მოქმედება იყო, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესები გლობალურ წესრიგზე მაღლა დგას. ამერიკის ეროვნული ინტერესები კი ცენტრალური ევროპის ქვეყნებს დაუკავშირა. მანამდე იყო გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ჯეი დი ვენსისგან განსხვავებით, რომელმაც გასულ წელს ევროპული პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. მარკო რუბიოს ტონი შედარებით რბილი იყო, თუმცა სახელმწიფო მდივანმა კონსტრუქციული თანამშრომლობის სანაცვლოდ, ევროპელ ლიდერებს კონკრეტული პირობები წაუყენა.