აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის განცხადება

18:02, 16.02.2026

„უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში აქციებს ამერიკის წინა ხელისუფლება, კერძოდ კი, USAID-ი აფინანსებდა, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი. კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა 2024 წლის მაისში  მიმდინარე აქციებზე ისაუბრა. მისი განმარტებით  თავად კანონი გონივრულია და ახლა ევროპაშიც ითხოვენ  მსგავსი კანონის მიღებას, რათა ევროპამ საბოლოოდ გაიგოს, ხომ არ აფინანსებს ფარულად არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკა მათ ქვეყნებში, როგორც ამას მანამდეც აკეთებდა, ასი წლის განმავლობაში. ბენცის განმარტებით, აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა ქვეყნებმა არ იცოდნენ, თუ ვინ ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა თუ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) მიერ, რათა ამ ორგანიზაციებმა შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკაზე ზეგავლენა. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის „ორმაგი სტანდარტი“ აქვს და ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას უკრძალავს, რადგან თავად ჰქონდეს გავლენა.

 

მსგავსი