აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება
საქართველოს ეროვნულ ბანკში, კიდევ ერთხელ განმარტავენ ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების – ვასპების რეგულირების წესს და აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო, აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს, უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სუბიექტისთვის. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერმა პირმა, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში. ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ სანქცირებულ სუბიექტს – შპს „შელბითს“ – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს მის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.