აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადება

ბოლო ეტაპი სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესში.

პარლამენტი მეოთხე ტალღით გათვალისწინებული ცვლილებების განსახილველად ემზადება. სამუშაო ჯგუფის რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ მომზადებულ კანონპროექტს, კენჭისყრაზე სავარაუდოდ, ივლისში გაიტანენ. დოკუმენტს ამერიკის და ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს. დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია წერენ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდის. საერთაშორისო პარტნიორების ასეთი შეფასების მიუხედავად, კანონპროექტის განხილვა დიდი ალბათობით, ხმაურიანად წარიმართება, რადგან ოპოზიცია მესამე სექტორის ნაწილთან ერთად პროექტს ფასადურად მიიჩნევს. კანონ-პროექტით დგინდება, რა შემთხვევები ჩაითვლება მოსამართლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად, რა პროცედურებით აირჩევენ სასამართლოების თავმჯდომარეებს და იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელს და როგორ მოხდება იუსტიციის სკოლის რეფორმა.

 

დატოვე კომენტარი