აშშ-ს რეზოლუციის პროექტი უკრაინაში ომთან დაკავშირებით  

აშშ მოუწოდებს კიევს, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის სამი წლისთავზე გაერო-ში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი უკან წაიღოს და მხარი დაუჭიროს აშშ-ის პროექტს, რომელსაც მხოლოდ ერთი თანასპონსორი ჰყავს – საქართველო. ამის შესახებ წერს „უოლ სთრით ჯორნალი“. სტატიის მიხედვით ვაშინგტონი და კიევი გაერო-ს დასამტკიცებლად ორ სხვადასხვა რეზოლუციას სთავაზობენ. დოკუმენტის უკრაინული ვერსია, რომელსაც ევროპის ქვეყნები უჭერენ მხარს, ცალსახად ადანაშაულებს რუსეთს უკრაინაში შეჭრაში. აშშ-ის პროექტში კი ისმის მოწოდება კონფლიქტის „სწრაფი დასრულების შესახებ“ და გამოთქმულია მწუხარება.

ის, რომ საქართველო აშშ-ს თან ერთად არის რეზოლუციის პროექტის წარმდგენი, შეფასებების თემაა თბილისში. მმართველი გუნდი ხაზს უსვამს სწორედ ამ ფაქტის მნიშვნელობას,