აშშ-ს პრეზიდენტის მუქარა თურქეთს

დონალდ ტრამპის მუქარის შემცველი გზავნილები თურქეთის მისამართით.

ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში თეთრი სახლის ლიდერი ოფიციალურ ანკარას ეკონომიკური განადგურებით ემუქრება.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ტრამპმა დაადასტურა, რომ სირიიდან ჯარის გაყვანის პროცესი უკვე დაწყებულია.

სირიელი ქურთები, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები იყვნენ.