აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება

ამერიკული სამხედრო კონტიგენტი სირიას ტოვებს.

დონალდ ტრამპი დამარცხებულად აცხადებს მსოფლოს ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციას, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს, რომლის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიცია წლების განმავლობაში იბრძოდა.

შესაბამისად, 2 000 სამხედრო პირი უახლოეს პერიოდში ოჯახებს დაუბრუნდება.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დასახელებული მიზეზი დასავლელი პარტნიორებისთვის ბუნდოვანია.

ევროპაში ფიქრობენ, რომ რადიკალურ დაჯგუფებას ძალების მოკრება ჯერ კიდევ შეუძლია.

შეფასებები კეთდება მოსკოვშიც. რუსეთი სირიიდან ამერიკული კონტიგენტის გაყვანას სკეპტიკურად უყურებს.