აშშ-ს მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ კვლავ შეჩერებულია.

9 დეპარტამენტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ელოდება. საკითხის განხილვა კი მომავალი წლისთვის გადაიდო. კონგრესმენები ჩიხში არიან შესული. მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაა, რისთვისაც დონალდ ტრამპი ბიუჯეტში დამატებით 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს. კონსენსუსამდე ათობით ათასი დასაქმებული იძულებით შვებულებაში იმყოფება.