აშშ-ს მორიგი მხარდაჭერა საქართველოს

ამერიკიდან საქართველო გაზრდილ ფინანსურ დახმარებას მიიღებს. დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი აშშ-ის ბიუჯეტის პროექტს, რომელშიც ჩვენი ქვეყნისთვის 22 მილიონი დოლარით მეტი თანხაა გამოყოფილი.

ფინანსურის გარდა, დოკუმენტში მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქცენტებიც არის დასმული.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების კონტექსტში ვაშინგტონი გარკვეულ აკრძალვებს და სანქციებს აწესებს. ამერიკის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები მეზობელ ქვეყნებზე კრემლის ზეწოლის შესამცირებლადაც.