აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს

მოსკოვი მწვავედ გააკრიტიკეს ამერიკის კონგრესში.

რუსეთი დიდი შვიდიანის სამიტზე არ დაბრუნდება, რაც წარმომადგენელთა პალატის მიერ დღეს დამტკიცებულ რეზოლუციაშიც აისახა. დოკუმენტის მიღებას წინ მოსკოვის მისამართით კრიტიკული განცხადებები და გამაფრთხილებელი გზავნილები უძღოდა. კონგრესმენებმა გამოსვლების დროს გაიხსენეს 2008 წლის ომი და ყირიმის ანექსია და ვრცლად ისუაბრეს, რა მძიმე რეალობა შექმნა რუსეთის საოკუპაციო და ანექსიურმა პოლიტიკამ და აგრესიულმა ქმედებებმა ორივე ქვეყანაში. კონგრესიდან დღეს პუტინს ღიად უთხრეს, რომ აშშ და მისი მოკვაშირეები მას არ ენდობიან.