აშშ-ს კონგრესში ე.წ. დროებითი ბიუჯეტი დამტკიცდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ერთთვიანი ე.წ. დროებითი ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის საბოლოო განხილვა თებერვლის შუა რიცხვებში განახლდება. მიზეზი “დემოკრატ” და “რესპუბლიკელ” სენატორებს შორის, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა.

კანონპროექტი წარმატებით დამტკიცდა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც „დროებით ბიუჯეტს“ მხარი 230-მა დაუჭირა, ხოლო 197 წინააღმდეგი იყო. თუმცა, პროექტმა სენატში საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო. მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში დაწერა, რომ მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის დამტკიცებას “დემოკრატები” აფერხებენ.