აშშ-ს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილება

21:45, 05.08.2025

ახდენდა თუ არა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბარაკ ობამას ადმინისტრაცია გავლენას სადაზვერვო ინფორმაციაზე – ამ კითხვაზე პასუხი შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა უნდა გასცეს.

გამოძიების დაწყების განკარგულება ამერიკის გენერალურმა პროკურორმა უკვე გასცა. შტატების 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ამერიკის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიებასთან დაკავშირებულ რიგ დოკუმენტებს, გრიფით საიდუმლო მოხსნა. გაბარდმა ობამას ადმინისტრაციის წევრები სადაზვერვო მონაცემებით მანიპულირებაში და მოღალატეობრივ შეთქმულებაში დაადანაშაულა. მწვავე იყო თავად დონალდ ტრამპის პოზიციაც. მოუწევს თუ არა ამერიკის 44-ე პრეზიდენტს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი ბარაკ ობამას ოფისში ბრალდებებს ეპშტეინის ფაილებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აცხადებენ.

მსგავსი