აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერა ხელოვნების სასახლეს
საქართველოში დაცულ ამერიკულ უნიკალურ კულტურული მემკვიდრეობასა და ძვირფას ექსპონატებს ხელახლა დაამუშავებენ და ციფრულ მატარებლებზე გადაიტანენ.
კოლექცია, რომელიც ხელოვნების სასახლეში ინახება, ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერებს, საარქივო მასალებს და ცნობილი ამერიკული ფილმების ორიგინალ სცენარებს მოიცავს. ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც სასახლემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიიღო, სწორედ ამ ექსპონატების და მემკვიდრეობის კვლევას, სამეცნიერო აღწერას და გაციფრულებას მოხმარდება.
პროექტის ფარგლებში ასეულობით სხვადასხვა საარქივო მასალისა და ექსპონატის კვლევა და გაციფრულებაა დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება აქამდე უცნობი უნიკალური ექსპონატები.