აშშ-ს ფედერალური ბიუჯეტის მიღება მეხუთედ ჩავარდა 

მეშვიდე დღეა ამერიკის ფედერალური უწყებების მუშაობა შეჩერებულია.

ე.წ. შათდაუნის მიზეზი „რესპუბლიკელების“ მიერ ინიცირებული ხარჯების შემცირების კანონპროექტია, რომელსაც „დემოკრატები“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამერიკის სენატში ფედერალური ბიუჯეტის მიღების უკვე მეხუთე მცდელობა ჩავარდა. კანონპროექტის მისაღებად საჭირო 60 ხმა ვერცერთი პარტიის პროექტმა ვერ მიიღო.   მთავრობის მუშაობის შეჩერება ქვეყნის მასშტაბით არაერთ პრობლემას ქმნის, უხელფასო შვებულებაში რჩება ასობით ათასი საჯარო მოხელე. „შათდაუნი“ ბოლოს დონალ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გამოცხადდა და თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ მთავრობის მუშაობა ამჯერად უფრო მეტი ხნით შეფერხდეს და ფედერალური მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება გარდაუვალი გახდეს.