აშშ-ს ელჩის ვაკანტური პოსტი საქართველოში  

ჭიანურდება თუ არა საქართველოში აშშ-ს ელჩის დანიშვნა ხელოვნურად – დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის ვაკანტური პოსტი პოლიტიკური განხილვის თემად რჩება.

ელჩის თანამდებობაზე, რომელიც შვიდი თვეა ვაკანტურია, თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივანსაც ჰკითხეს. ჯონ ბოლტონი ელჩის დანიშვნას რთულ პროცესს უწოდებს.

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები კი, საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით დღესაც ამბობენ, რომ ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინქსის დანიშვნას შესაძლოა „ქართული ოცნების“ ლიდერები უშლიდნენ ხელს.

ელჩობის კანდიდატის შესაძლო დაბლოკვაზე პირველად აშშ-დან დაბრუნებული ეკა გიგაური ალაპარაკდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს დღეს ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა.