აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საპატრიარქოს სტუმრობდა

2 დეკემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობით ხასიათის იყო. შეხვედრაზე მიტროპოლიტმა შიომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოს, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აქვს და საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას. მღვდელმთავრებმა ალან პერსელთან საუბარში, დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა – დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.