აშშ-ს და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების შეჩერება
ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარის, ბერნდ ლანგეს განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების შეჩერებას ალტერნატივა არ აქვს. როგორც ლანგემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე მუქარით, ამერიკის შეერთებული შტატები ძირს უთხრის სავაჭრო ურთიერთობების სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრებმა აშშ-სა და ევროპას შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი შეაჩერეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი 10%-იანი ტარიფებით დაემუქრა ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის დაკავების შესახებ, მის გეგმას ეწინააღმდეგებიან.