აშშ-ს და ჩრდილოეთ კორეის სამიტის მომავალი

დონალდ ტრამპის მოულოდნელი ნაბიჯი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ისტორიული სამიტი ჩაშალა და მიზეზად ფხენიანის მხრიდან მტრული ქმედებები  დაასახელა. თუმცა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრის პერპექტივა დღის წესრიგში მაინც რჩება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეიდან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდა. გაუქმებული სამიტის მიუხედავად, ფხენიანი ნებისმიერ დროსა და ფორმატში ვაშინგტონთან დიალოგისთვის მზად არის და კეთილგანწყობის სადემონსტრაციოდ ბირთვულ პოლიგონს აუქმებს.