აშშ-ს და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა
ორი სუპერ სახელმწიფოს ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან.
ჩინეთის პრეზიდენტს, რომელიც 11 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებს პირველად სტუმრობს, დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შტატების პრეზიდენტმა ჩინელ კოლეგას თეთრი სახლში უმასპინძლა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ლიდერების მოლაპარაკებების დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ტაივანის სტატუსია. დისკუსიის საგანი იქნება რუსეთ-უკრაინის ომი და შტატები-ირანის დაპირისპირებაც. სადაც ვაშინგტონი პეკინისგან მოკავშირე ირანზე ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლის განხორციელებას ელოდება. თუ ორი გავლენიანი ლიდერის პირველი კომუნიკაციის შემდგომი გზავნილებით ვიმსჯელებთ, პრეზიდენტები დიალოგისა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
დონალ ტრამპისა და სინ ძინ პინის მესამე შეხვედრა ბოლო ერთ წელიწადში – ნახეთ ბექა ბერიაშვილის სიუჟეტში.