აშშ-ს ახალი შავი სია

აშშ-ში რუსი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენების ახალი „შავი სია“ შეადგინეს. ჩამონათვალში მოხვდა რუსეთის პრეზიდენტის თითქმის მთელი ადმინისტრაცია, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, ასევე უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიები და კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენები – ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის “შავ სიაში” სულ 210 ადამიანია, რომლებსაც სანქციები ემუქრებათ.

გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მოსკოვისთვის, სადაც ეს ნუსხა კრემლის სატელეფონო ცნობარსაც კი შეადარეს.

ქეთი ჩოხელი არკვევდა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს შავი სიის, იგივე კრემლის ანგარიშის გამოქვეყნებას.

 

დატოვე კომენტარი