თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, 19 რუსი ოლიგარქისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. შავ სიაში მოხვდნენ ძმები რიტენბერგები, ევგენი პრიგოჟინი, ალიშერ უსმანოვი და სერგეი ჩემაზოვი.
„დღეს აშშ მოკავშირეებთან ერთად განაგრძობს სანქციების დაწესებას რუსეთის ელიტის წარმომადგენელთა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე მისი ბრუტალური შეჭრის მიუხედავად. ამ ადამიანებმა სიმდიდრე მოიხვეჭეს რუსი ხალხის ხარჯზე და ზოგიერთმა მათგანმა ნათესავები მაღალ თანამდებობებზე დანიშნა, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, შავ სიაში შეყვანილ პირებს აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გათიშავენ, მათი ქონება დაყადაღდება, ნაწილს კი ვიზებს გაუუქმებენ.