აშშ-მა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

12:09, 21.11.2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin -ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

საუბარია ტექნიკაზე, რომლის ღირებულებაც 75 მილიონ დოლარს აღწევს.

ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს. პრესრელიზში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე გააცნეს კონგრესსაც.

მსგავსი