ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საიმიგრაციო ვიზების გაცემა 75 ქვეყანას დროებით შეუჩერა. ქვეყნებს შორის, რომელთანაც აშშ-ი საიმიგრაციო ვიზების გაცემას შეაჩერებს, საქართველოც არის. სიაში მოხვდნენ აგრეთვე – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და მოლდოვა. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმზე დაყრდნობით გავრცელდა. მედიის ცნობით, პროცესის შეჩერება 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცედურებს ხელახლა არ შეაფასებს. „ფოქს ნიუსი“ წერს, რომ 2025 წლის ნოემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გააგზავნა ბრძანება, რომელიც საკონსულოს თანამშრომლებისგან განმცხადებლების გამკაცრებულ შემოწმებას მოითხოვს. კერძოდ, საკონსულო თანამშრომლებს ავალდებულებს, უარი თქვან ვიზის გაცემაზე იმ პირებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო შეღავათებზე იქნებიან დამოკიდებული. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნის დონე, ფინანსური მდგომარეობა, გრძელვადიანი სამედიცინო მოვლის პოტენციური საჭიროება და ა.შ.
აღნიშნულ საკითხს ეხმაურება მმართველი გუნდი.