აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა.  როგორც პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ამერიკულმა პერსონალმა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ისრაელი 13 მაისს დატოვა. კირბის განმარტებით, პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში მომავალი ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იმყოფებოდნენ. ამასთან, რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში დაგეგმილი მგზავრობის გადახედვას ურჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს ღაზის სექტორიდან ისრაელის ქალაქების, მათ შორის, იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების, ისრაელის საპასუხო იერიშების, ასევე ისრაელში საპროტესტო გამოსვლებისა და გაზრდილი ძალადობის შესახებ.

მოამბე