აშშ-მა ირანზე „მძლავრი” საჰაერო დარტყმები განახორციელა

12:25, 30.07.2026

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ს არმიამ ირანზე „მძლავრი“ საჰაერო დარტყმები განახორციელა. მათივე ინფორმაციით, იერიშების სამიზნე „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ათობით სამიზნე გახდა – კონკრეტულად კი, სამხედრო სარდლობის ცენტრები, რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოო ობიექტები, ასევე, სანაპირო სათვალთვალო და თავდაცვის სისტემები და საზღვაო შესაძლებლობები. საპასუხოდ, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ განმარტეს, რომ თავდასხმა განახორციელეს ამერიკული ბაზასა და სარდლობის ცენტრზე იორდანიაში, ხოლო საზღვაო ძალებმა სამ ტანკერს დაარტყეს ჰორმუზის სრუტეში. ირანის განცხადებით, ეს გემები „საშიშ და უკანონო მარშრუტზე“ მოძრაობდნენ.

მსგავსი