აშშ-მა ირანზე იერიში განაახლა
გასულ ღამეს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანზე იერიში განაახლა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სარდლობა ადასტურებს, რომ უკვე მეხუთე ღამეა, რაც ირანზე იერიში გრძელდება. მათივე თქმით, დარტყმები მიზნად ისახავს ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას. აშშ-ის თავდასხმების შედეგად მიყენებულ ზიანზე წერს ირანული მედია. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, აშშ-ის მიერ ბანდარ-აბასში საკომუნიკაციო კოშკზე თავდასხმის შედეგად შვიდი პირი დაშავდა. გაითიშა ელექტროენერგიაც. მათივე ინფორმაციით, აშშ-ის ავიაციამ სარაკეტო იერიში მიიტანა ირანის ირანშაჰრის აეროპორტზე. საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით კი თავდასხმის სავარაუდო ობიექტი აღმოჩნდა ბანდარ აბასსა და შირაზს შორის დამაკავშირებელი ხიდიც. ირანული მედიის ინფორმაციით, თავდასხმებს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა.