აშშ-მა ირანის პირველ დიპლომატზე ვიზა არ გასცა

აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა. მუჰამედ ჯავად ზარიგი, ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გეგმავდა ჩასვლას. 1947 წლის შეთანხმების მიხედვით, აშშ ვალდებულია უცხოელ დიპლომატებზე გაერო-ში ჩასასვლელად ვიზა გასცეს, თუმცა ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მათ შეუძლიათ გამონაკლისი დაუშვან და უარი თქვან ვიზის გაცემაზე „უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკური“ მიზეზებით.

გაერო-ს პრესსპიკერმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აპირებდა ჩასვლას, 9 იანვარს უნდა გაიმართოს.