შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ორი ხომალდი გადასცა

აშშ-მა საქართველოს „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ გადასცა. ეს არის თანამედროვე სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებით აღჭურვილი ორი სადარაჯო გემი.

სტრატეგიული პარტნიორისგან მიღებული ხომალდების პრეზენტაცია ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა და მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

გამოსვლის დროს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას განაგრძობს და აშშ-ის დახმარება ამ ხომალდების გადმოცემით არ დასრულდება.