აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები დროებით მოხსნა

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული ენერგო კრიზისის დაძლევას ამერიკის შეერთებული შტატები კონკრეტული ზომებით ცდილობს. საწვავზე ფასების შესამცირებლად ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების დროებით მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი 12 აპრილამდე იმოქმედებს. საუბარია უკვე ტანკერებზე ჩატვირთულ სანქცირებულ ნავთობზე.

იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონი საკუთარ ქმედებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, რუსეთისთვის სანქციების დროებით მოხსნა უკვე გახდა ევროპელ ლიდერთა ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი. გადაწყვეტილება არასწორად ცხადდება რუსეთთან ომში მყოფ უკრაინაშიც. კიევში პროგნოზირებენ, რომ მოსკოვი დამატებით მილიარდობით დოლარს მიიღებს, რაც მშვიდობას ნამდვილად არ მოხმარდება.